SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ინფორმაცია, რომელიც შოკისმომგვრელია თბილისში 18 დან 23 ივნისამდე გაიმართება LGBT IQ აღლუმი

ინფორმაცია, რომელიც შოკისმომგვრელია თბილისში 18 დან 23 ივნისამდე გაიმართება LGBT IQ აღლუმი

18-23 ივნისს თბილისში პრაიდის კვირეულის გამართვა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში პრაიდის გვერდზე გავრცელდა.

როგორც კვირეულის ორგანიზატორები ამბობენ, პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.

პრაიდის კვირეულის დასასრულს კი “ღირსების მარში” გაიმართება, რომელსაც ორგანიზატორების თქმით, საზეიმო და კარნავალიზებული ფორმა არ ექნება:

 

“პრაიდის კვირეულს დაასრულებს ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტი:

ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები.
ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!
ჩვენი დები და ძმები საზოგადოებაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის გამო სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში!
ჩვენ გვეხება და გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა.
ჩვენ გვიყენებენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად, რაც ყველას თანაბრად გვაზიანებს!

ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და გვინდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ საზოგადოებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოება შემდგარია მაშინ, როდესაც მისი თითოეული წევრის უფლებები აღიარებული და დაცულია.
ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან გაუსაძლისია ასე ცხოვრება და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ღირსებისთვის ბრძოლისა!

ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტოს.

ჩვენ ვართ სტუდენტები, მიმტანები, მუსიკოსები, დიზაინერები, არტისტები, მწერლები, სპორტსმენები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეშახტეები, ტაქსის მძღოლები, სოციალური მუშაკები, პოლიტიკოსები, მღვდელმსახურები…

ჩვენ ვართ თქვენი შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები.

ჩვენ ვართ თქვენ! ”

კვირეულს ორგანიზაებას უწევს მოხალისეთა და აქტივისტთა ჯგუფი, სახელწოდებით Tbilisi Pride.

 

1499 /

25 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები