ეკონომიკა
28 დეკემბერი 2021
სიახლეები:
„საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ და დასძინა, რომ ამის წინაპირობა იქნება „ფიჩის“ საკრედიტო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შევამცირეთ... ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის მთავარი წყარო“, აღნიშნა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე.
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა - ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც - დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც „Fitch“-ის რეიტინგში დაწინაურდა. რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციების მოზიდვას, ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს უკვე ნაკლები რისკები და ეს აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. რეიტინგში დაწინაურება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად, ინვესტორების ნდობას. ის აისახება პოზიტიურად ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის დაძლევაზე - სიღარიბის დაძლევაზე.... შარშან საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ", განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დასძინა, რომ „Fitch“-მა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს საპენსიო რეფორმა.
წყარო: guardian.ge
 
3166 /
25 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
ეკონომიკა
28 დეკემბერი 2021
ეკონომიკა
25 მაისი 2021
ეკონომიკა
21 მაისი 2021
ეკონომიკა
19 მაისი 2021
ეკონომიკა
25 სექტემბერი 2020
ეკონომიკა
21 თებერვალი 2020
კომენტარები