SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ოტია იოსელიანი უმცროსი - რას ჰყვება ოტია იოსელიანის შვილიშვილი ბაბუაზე

ოტია იოსელიანი უმცროსი - რას ჰყვება ოტია იოსელიანის შვილიშვილი ბაბუაზე

"ბაბუა სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, მაგრამ ქართულში მიღებული ორიანის გამო ჩაიჭრა და სწორედ ამ ფაქტმა დააწყებინა წერა" 

"ჩვენი ცხელი მზის ბრალია, ალბათ,
უსიყვარულოდ ვერა და ვერ ვძლებთ.
თავაწყვეტილი ქარის ბრალია, 
რომ მივსდევთ­ ქალის გაფრენილ 
დალალს..." 


ოტია იოსელიანის შემოქმედებაში ქალს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, მის შვილიშვილთან საუბრის დროს ეს კითხვა, ვინ იყო ის ქალი, ვისზე ფიქრმაც ოტია იოსელიანს თავისი შემოქმედების დიდი ნაწილი დააწერინა, ერთ-ერთი პირველი იყო.


ოტია იოსელიანი-უმცროსი 27 წლისაა,­ ის არქიტექტორია,

 

რამდენიმე წელია, რაც თბილისიდან წყალტუბოში დასახლდა, ბაბ­უის კარ-მიდამოს დაუბრუნდა. "ოტიას ეზო" - ასე ჰქვია იმ ადგილს, სადაც მწერალმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. დღეს მის სახლ-კარს მისი შთამომავლები უვლიან. როგორი ბაბუა იყო ოტია და რა ახსენდება ყველაზე ხშირად მწერალი ბაბუის დარიგებიდან, ოტია იოსელიანი მოგითხრობთ:

ოტიას 

 

ცრემლი

- ოტიას თვალზე ცრემლი არც მის შვილებს უნახავთ და არც შვილიშვილებს, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბებია გარდაიცვალა - ქეთევან ფანცხავა. მაშინ პატარა ვიყავი და მომარიდეს, მაგრამ­ ოტიას სახე მაინც დავინახე, არასდროს დამავიწყდება,"თურმე ესეც ტირის-მეთქი, გავიფიქრე.


მეშვიდე კლასში იყო ოტია, როცა ბებო მის კლასში სხვა სკოლიდან გადავიდა, ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. ბებო იყო ის ქალი, რომელთანაც ბაბუმ ცხოვ­რების დიდი ნაწილი გაატარა, მან არა მარტო შვილები გაუჩინა, არამედ ოტიას წიგნების მთავარი რედაქტორიც იყო, თუ რამე არ მოსწონდა, პირდაპირ ეუბნებოდა, ასე არ ივარგებს და გაასწორეო. ძალიან ხშირად თავიდან დაუწერია... 

"სითბოს გამოხატვა არ სჩვეოდა"

 
 


- ხატვაზე დავდიოდი. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ, როცა უკვე წყალტუბოში დავფუძნდი, ხატვის მასწავლებელმა­ დამირეკა, როცა ჩამოხვალ თბილისში, მესტუმრე, რაღაც მინდა გითხრაო. ვესტუმრე და ერთი ამბავი მომითხრო. ერთ დღეს, როცა გაკვეთილი მიმდინარეობდა, უცებ კარზე კაკუნი გაისმა. სამხატვრო სკოლაში ყველა კაკუნის გარეშე შედი-გამოდიოდა და ამიტომ უცნაურად მოსჩვენებია ხატვის მასწავლებელს. დაუძახია, შემოდითო, კაკუნი­ განმეორებულა, შემოდითო, ისევ დაუყვირია, მაგრამ მაინც არ გაჩ­ერებულა სტუმარი. გაბრაზებულა მასწავლებელი, მაინცდამაინც ფეხზე უნდა ამაყენოსო და თავად გამოუღია კარი, იქ კი ოტია მდგარა. კარგად დაჰკვირვებია, მერე იქაურობისთვის გადაუხედავს და უკითხავს, აქ ჩვენი ბიჭი სწავლობსო? მასწავლებელს უთქვამს, ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეაო. როგორ არის მაგის საქმე, გამოვა­ რამეო? ბაბუა ძალიან კარგად ხატავდა, სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, მაგრამ ქართულში მიღებული ორიანის გამო ჩაიჭრა და სწორედ ამ ფაქტმა დააწყებინა წერა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინ იქნებოდა ჩემი ხატვის მასწავლებელი. გამოიკითხა ჩემი ამბავი და წამოვიდა, ეს იყო სითბო, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატა, არადა, სითბოს გამოხატვა არ სჩვეოდა.

"ცალ ხელში წიგნი და ჯვარი, მეორეში თოხი და ბარი!"

- 22 წლის ვიყავი, ბაბუ რომ გარდ­აიცვალა. სულ შენიშვნებს მაძლევდა, თუ ჟარგონს გაიგონებდა, მეუბნებოდა, დაგავიწყდა ქართულიო? ერთხელ მეგობრებთან ერთად ვესტუმრე, რომ გვაცილ­ებდა, ჭიშკარს გამოცდენილები ვიყავით, დაგვიძახა აივნიდან,"ცალ ხელ­ში წიგნი და ჯვარი, მეორეში თოხი და ბარიო! ჩემი მეგობრები დღემდე იხსენებენ ოტია ბაბუს დარიგებას.


როცა ბაბუს აქებენ და მეუბნებიან, ოტია ისეთი კაცი იყო, ასეთი იყოო, მე ვეკითხები ხოლმე, რა გაქვთ წაკითხული-მეთქი და აღმოჩნდება, რომ არაფერი წაუკითხავთ. მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებიდან გამოაქვთ დასკვნა. მისი წიგნები უნდა წაიკითხონ და გაიცნობენ ოტიას, სწორედ მის შემოქმედებაში ჩანს, როგორი ფაქიზი და მგრძნობიარე ადამიანი იყო.

ბოლო სიტყვები...
 
 
 

 

ოტიასთან სიცოცხლის ბოლო საა­თებში­ მამა იყო. ყველას რომ ეგონა, უგონოდ არისო,­ უცებ ჩაულაპარაკია, არ ყოფილა ისე, როგორც ტოლსტოი წერდაო... რამდენიმე საათში გარდაიცვალა კიდეც, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი თავის სიკვდილს ადარებდა ტოლსტოის გმირის სიკვდილს, რომელსაც ასევე სიმსივნე სჭირდა.


მის სახლში სხვადასხვა მოღვაწის უამ­რავი ფოტოა, მაგრამ ყველაზე მე­ტი­ ტოლსტოის, გალაკტიონისა და რუს­თაველისაა,­ მსახიობებიდან კი სერგო ზაქარიაძის, რადგან სერგომ დააწყებინა პიესების წერა. სერგო ზაქარიაძეს რომ წაუკითხავს ოტიას მოთხრობები, უთქვამს, შენ პიესები უნდა დაწეროო. დაწერდა ბაბუ პიესას, შემდეგ სერგო ჩავიდოდა მასთან სტუმრად და აჩვენებდა იქვე, ექსპრომტად, როგორი იქნებოდა ესა თუ ის პერსონაჟი, იქვე თამაშობდა. 

"სიამოვნებით გამოვუშვებდით ლუდს, მაგრამ..."

ორი საქმე მაქვს: არქიტექტურა და ოტიას სახლ-მუზეუმი, მეურნეობა, რომ­ე­ლსაც ვერ შევეშვები. როდესაც ხალხი ოტიას სახლში მოდის, გარშემო გამხმარი­ ხეხილი ხომ არ იქნება?! ოტია თავად ამბობდა, რომ უპირველესად იყო მეურნე და გლეხი. ჩვენი­ ეზო სავენახედ არ ვარგა, რადგან ჩრდილოეთის ფერდობია, ვენახი სხვაგან გვაქვს, მაგრამ ეზოში ხეხილია, მარანი, ღვინოს ვაყენებთ, არაყს ვხდით. ახლა ლუდის­ მოხარშვაც დავიწყეთ. ჩარდახელი მევენახე, იაგო ბიტარიშვილი მეხმარება. მას ბებია ჰყავდა ოსი. ტრადიცია აღადგინა და ლუდის წარმოება დაიწყო­. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობით თითქმის შეუძლებელია ლუდის წარმოება, ძალიან ძვირია აქციზი, დღგ-ს გადამხდელიც უნდა გახდე, ამიტომ ეს გლეხისთვის შეუძლებელია. სიამოვნებით გამოვუშვებდით ლუდს, კანონი რომ მაძლევდეს საშუალებას. ყველას მოვუწოდებ: დალიეთ ერთი ლიტრი და მიიღეთ სიამოვნება, ნუ დაიღლით ორგანიზმს, რადგან ცხოვრება მშვენიერია. არ არის აუცილებელი, გამაძღარი იყოს ადამიანი, შეიძლება ცოტა ჭამოს და ძალიან ნასიამოვნები დარჩეს.

 

წყარო: kvirispalitra.ge

 

1395 /

24 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები