სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
დღეს პატრიარქთან ვიყავი ტრაპეზზე, ის ნორმალურად გრძნობდა თავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისკარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა განუცხადა. როგორც პატრიარქის ექიმმა აღნიშნა, ის უწმინდეს კვირაში ორჯერ ამოწმებს, თუმცა დღეს მისი ჩარევა ილია მეორეს არ დასჭირვებია.
„პატრიარქი კარგადაა. არანაირი პრობლემა არაა. მე დღეს, როგორც ყოველ კვირას, ტრაპეზზე ვიყავი მასთან ერთად, ის ნორმალურად გრძნობდა თავს. დღეს მას ჩემი შემოწმება არ დასჭირვებია, თუმცა მას კვირაში ორჯერ ვამოწმებ. შესაძლოა პატრიარქმა რაღაც სისუსტე იგრძნო, თუმცა არაფერი სერიოზული. როდესაც ეკითხები, თუ რამე სერიოზულად არ აწუხებს, არაფერს ამბობს ხოლმე. შეიძლება მან თავი ცუდად იგრძნო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ჩემი ჩარევა არ დასჭრვებია. პირიქით, თავს ძალიან მხნედ გრძნობდა“, -განაცხადა პატრიარქის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.
 
2874 /
24 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები