SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

პოლიცია შევიდა ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში (იხ. ვიდეო)

პოლიცია შევიდა ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში (იხ. ვიდეო)

"რამდენჯერ დამარტყეს, რამდენჯერ წამაქციეს,“ - ზვიად კუპრავას დაკავების ფაქტს მისი მეუღლე ჟურნალისტებთან იხსენებს. ხატია თორდიას თქმით, კუპრავა სამართალდამცველებმა ისე დააკავეს, რომ მას ფეხსაცმლის ჩაცმის უფლებაც კი არ მისცეს.

კუპრავას ოჯახის წევრები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. თორდიას თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი არ მომხდარა. 

„გვეძინა, შემოცვივდნენ. მოიპარეს, ფეხსაცმელიც არ ეცვა. არ მისცეს უფლება, რომ ფეხსაცმელი ჩაეცვა. რამდენჯერ დამარტყეს, რამდენჯერ წამაქციეს,“ - განაცხადა ზვიად კუპრავას მეუღლემ, ხატია თორდიამ.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, რამდენიმე დღის წინ კი კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა - რაც დაკმაყოფილდა.

 

2613 /

24 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები