SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მამა გიორგი მამალაძის ძმის სკანდალური განცხადება - " რომ ჩემი ძმა ვერ გადარჩ..."

მამა გიორგი მამალაძის ძმის სკანდალური განცხადება - " რომ ჩემი ძმა ვერ გადარჩ..."

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ისეთ პაციაენტს, როგორიც მისი ძმა არის, პენიტენციალურ დაწესებულების საავადმყოფოში ვერ უმკურნალებენ.

თორნიკე მამალაძის თქმით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი ძმა ვერ გადარჩეს.

"ჩემი ძმა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მითხრეს, რომ იქ არ ექნება შესაბამისი მკურნალობა, არც შესაბამისი აპარატურა აქვთ. მამაო ძალიან ცუდადაა, მარჯვენა ხელ-ფეხზე დამბლა აქვს. ყველა ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში ასეთ პაციენტს ვერ უმკურნალებენ. ყველაფერს აკეთებენ ეს მკვლელები, რომ ჩემი ძმა ვერ გადარჩეს“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს წინ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. "მატროსოვის ციხიდან“ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების და ოჯახის წევრების განცხადებით მას ინსულტი ჰქონდა. თუმცა ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ,  რომ გამოკვლევებით არ დადასტურდა, რომ დეკანოზმა მამალაძემ ინსულტი მიიღო.

 

წყარო: 2020news.ge

 

2112 /

24 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები