თბილისის დრო
სიახლეები
siaxleebi.ge
📅 23 თებერვალი 2019 👁 1,992 ნახვა

გიორგი სანაიას შვილის ემოციური წერილი "შენი საათი ახლა მე მიკეთია, მეც დიდი მაქვს..."

გიორგი სანაიას შვილის ემოციური წერილი "შენი საათი ახლა მე მიკეთია, მეც დიდი მაქვს..."

სოციალურ ქსელში ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას 44-ე იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი ვაჟი, ასევე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სან­დრო სა­ნა­ია ემო­ცი­ურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ :

“არ ით­ქმის მარ­ტი­ვად, არც მოკ­ლედ. თუმ­ცა ამ ნათ­ქვამს არც და­სა­წყი­სი აქვს, არც ბოლო. უფრო სწო­რად, და­სა­წყი­სი არ უნდა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და. და­ი­წყო, მაგ­რამ არ დას­რულ­დე­ბა. რამ­დე­ნი სი­ტყვაც არ­სე­ბობს, იმ­დენ კომ­ბი­ნა­ცი­ას შევ­ქმნი. ჯერ არ მო­სუ­ლა 24 თე­ბერ­ვა­ლი, ჰო, არც მინ­და, რომ მო­ვი­დეს. იქ­ნებ ერთხე­ლაც პირ­და­პირ 25 გა­თენ­დეს. იქ­ნებ ერთხელ სიკ­ვდი­ლიც მოკ­ვდეს. ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დღეა სხვა­ნა­ი­რი. ზო­გა­დად, ყვე­ლას­თვის ხომ და­ბა­დე­ბის დღემ­დე დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე რა­ღაც­ნა­ი­რად იწე­ლე­ბა. ჰოდა ეგაა. არ მიყ­ვარს რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კი. მხო­ლოდ ჩემ­თვის ვფიქ­რობ. მე-18 წე­ლია, პირ­ვე­ლი ბგე­რის ამოშ­ვე­ბი­სას სი­ტყვე­ბი ყელ­ში მე­ჩხი­რე­ბა. “გახ­სოვს რამე?”, “სულ არა­ფე­რი?”. ხო, არა­ფე­რი. არც ხმა, არც შე­ხე­ბა. ანუ, ვერც მო­მე­ნატ­რე­ბი, ვერც და­მაკ­ლდე­ბი. ეს სა­ა­თი ახლა მე მი­კე­თია. მეც დიდი მაქვს, მეც წვრი­ლი ძვა­ლი მაქვს. რამ­დენ­ჯე­რაც და­გი­ხე­დავს, ახლა მე უფრო მეტ­ჯერ დავ­ხე­დავ. არც 18 წელი გა­სუ­ლა, არც 44-ის ხდე­ბი. 26-ის ხარ, ჩემ­ზე ცოტა დიდი. მერე უკვე ჩემ­ზე პა­ტა­რაც იქ­ნე­ბი. მაგ­რამ თურ­მე ძა­ლი­ან დიდი დრო გა­ვი­და. ეს ცივი სამ­ყა­რო არ ყო­ფი­ლა შენ­თვის” – წერს სანდრო სანაია

 

 

1,992 ნახვა

23 თებერვალი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები