SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

პატიმრის სკანდალური განხადება გლდანის ციხიდან, ცოცხის კადრი რომლის კადრმა "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა

პატიმრის სკანდალური განხადება გლდანის ციხიდან, ცოცხის კადრი  რომლის კადრმა

პატიმარი, რომლის კადრმა ცოცხით ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოიყვანა, კურიერთან კავშირზე გლდანის ციხიდან გამოდის.

პატიმარი, რომლის გვარსაც მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ, პირველად ყვება, რა ვითარებაში გადაიღო ვლადიმერ ბედუკაძემ ციხეში ვიდეო ცოცხით.

კადრები, რომელიც, ბედუკაძის მტკიცებით, პატიმარზე სექსუალურ ძალადობას ასახავდა, მსჯავრდებულის მტკიცებით, სინამდვილეში გლდანის ციხის ჯალათის ფანტაზიით დადგმული სიმულაცია აღმოჩნდა.

კურიერთან ინტერვიუში პატიმარი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ციხის ერთ-ერთ საკანში მასთან მორიგე-ინსპექტორი - ლადო ბედუკაძე, შევიდა და საკნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

თავდაპირველად მისი ცემა, პატიმრის მტკიცებით, ბედუკაძის მითითებით, ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა დაიწყო. დაკავებულის მიმართ არაადამიანური მოპყრობის დავალებებს ბედუკაძე გასცემდა, პარალელურად კი ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდა.

უკვე ნაცემ პატიმარს კი, რომელიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო, ბედუკაძე კამერის წინ სხვადასხვა სცენის დადგმაში მარტივად ითანხმებდა.

პატიმარი, რომლის ვინაობასაც ჩვენს შეგნებულად არ ვასახელებთ, უკვე 7 წელია, მასზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე ლადო ბედუკაძეს უჩივის.

ჩვენება გლდანის ციხის მორიგე ინსპექტორის წინააღმდეგ მან სასამართლოზეც მისცა, განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურატურასაც, თუმცა, უშედეგოდ. პატიმარი დარწმუნებულია, რომ გლდანის ციხის ჯალათს მთავარი საგამოძიებო უწყება და ქართული ოცნების დავალებით მფარველობს.

ლადო ბედუკაძის ფაქტობრივი საცხოვრებელ მისამართი თავისუფლების მოედანია. სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის ეზოში მდებარე კორპუსში ბედუკაძე 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა, ადგილზე მისულ კურიერის ჯგუფს კომპანია ინჟინერმშენის დირექტორი დახვდა.

ნიკოლოზ შარაბიძე ყვება, რომ ლადო ბედუკაძე 2010 წელს გლდანის ციხეში გაიცნო და დამეგობრდნენ. მოგვიანებით კი, გლდანის ციხის ჯალათს საოფისე ფართი შარაბიძემ დაუთმო, თუმცა, რა საქმიანობას ეწევა ის, შარაბიძისთვის უცნობია.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბედუკაძემ კურიერის სატელეფონო ზარებს უპასუხა. კითხვაზე, რატომ გაასაღა სექსუალურ ძალადობად მისივე ფანტაზიით დადგმული კადრი ცოცხით, ბედუკაძემ უპასუხოდა დატოვა და მხოლოდ ის თქვა, რომ ის "ზევსია".

გმირად გამოცხადებული ციხის ჯალათი ოცნების მთავრობის პირობებში ხელშეუხებელია და კურიერის ინფორმაციით, ის პროკურატურის კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობს.

 

წყარო rustavi2.ge

 

3133 /

23 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები