SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

"შვილს გაგიუპატიურებთ და გაყურებინებთო..." - პოლიციაში ნაცემი ბრალდებული წელიწადზე მეტია საქმის გამოძიებას მოითხოვს

ბოლო დროს, მე­დი­ით რამ­დენ­ჯერ­მე გახ­მა­ურ­და პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი. "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს" აქვს კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­სურ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­სა თუ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში პი­რებს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან.

საქ­მის მა­სა­ლე­ბი ცხად­ყოფს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში აღ­ძრავს საქ­მეს სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე თით­ქმის არა­სო­დეს მიჰ­ყავს. ამას ადას­ტუ­რებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2017 წლის ან­გა­რი­შიც, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მი­თაა ნათ­ქვა­მი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ შე­საძ­ლო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებს ბო­ლომ­დე არ იძი­ებს.

 

 

სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სის საქ­მე

სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სი 2017 წლის 22 სექ­ტემ­ბერს დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. საქ­მის მა­სა­ლე­ბით, იგი ჯგუ­ფურ ყა­ჩა­ღო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმ დღეს თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შპს "ალ­ფას" ოთხი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და­ეს­ხა თავს. გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო მძარ­ცვე­ლებ­მა ვე­რა­ფე­რი წა­ი­ღეს, შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მა­მა­სახ­ლი­სი კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­დაც, რო­გორც თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ბა, მას გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე სცემ­დნენ და და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას სთხოვ­დნენ.

"სამ­სა­ხურს მოვ­რჩი და ვაგ­ზლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­დე­ქი. უცებ მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში და გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში. შე­მიყ­ვა­ნეს თუ არა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­შინ­ვე და­მი­წყეს ცემა, მთხოვ­დნენ და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას, რა უნდა მე­ღა­რე­ბი­ნა რაც არ ჩა­მი­დე­ნია? ერთ სა­ათ­ზე მეტი მცე­მეს, თავ­ში მირ­ტყამ­დნენ ხე­ლებს, ფე­ხებს, ბო­ლოს ფეხ­საც­მე­ლი გა­ი­ხა­დეს და იმას მირ­ტყამ­დნენ. სულ სამ­ნი იყ­ვნენ, მერე გა­ჩერ­დნენ ერთი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი. სხვა ოთახ­ში ამიყ­ვა­ნეს, სა­დაც 3-4 პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ერ­თმა­ნეთ­ზე ჩა­მო­აც­ვეს და თავ­ზე გად­მო­მა­ფა­რეს, თან მცემ­დნენ.

ცე­მით რომ ბრა­ლი ვერ მა­ღი­ა­რე­ბი­ნეს, ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა: შენს არას­რულ­წლო­ვან შვილს თვალ­წინ გა­გი­უ­პა­ტი­უ­რებთ და გა­ყუ­რე­ბი­ნებ­თო. ერთი თერ­თმე­ტი წლის ბიჭი მყავს...

ამის თქმა იყო და მა­შინ­ვე ვა­ღი­ა­რე ბრა­ლი და ხე­ლიც მო­ვა­წე­რე შე­სა­ბა­მის სა­ბუთ­ზე. ყვე­ლას ამო­ვიც­ნობ დღე­საც, წე­ლი­წად­ზე მე­ტია გა­სუ­ლი და ჩემი თვა­ლე­ბი­დან არ ამო­ვა არც ერ­თის სახე. რამ­დე­ნი ხა­ნია ვი­თხოვ - მო­ა­წყონ ამოც­ნო­ბა, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან" - ამ­ბობს მა­მა­სახ­ლი­სი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რო­მე­ლიც "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" იუ­რის­ტებ­მა ჩა­ი­წე­რეს.

ბრა­ლის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, მა­მა­სახ­ლი­სი დიღ­მის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას­თან შე­ვი­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის შე­სა­ბა­მის ოქ­მში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც და­კა­ვე­ბულს გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით აღე­ნიშ­ნე­ბო­და: "სი­წით­ლე ცხვირ­თან, ლო­ყებ­ზე, აღე­ნიშ­ნე­ბა მარ­ჯვე­ნა თვა­ლის სი­ლურ­ჯე, სი­წით­ლე­ე­ბი, სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი ყე­ლის, ხე­ლის მტევ­ნის, იდაყ­ვის და ზურ­გის არე­ში. აღე­ნიშ­ნე­ბა თა­ვის გა­სი­ე­ბა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს" - ნათ­ქვა­მია ოქ­მში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი მა­მა­სახ­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა­მაც იგი­ვე და­ა­დას­ტუ­რა. მსჯავ­რდე­ბულ მა­მა­სახ­ლი­სის ფორ­მა #100-ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მას თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვა და თა­ვის ქა­ლის ტრავ­მა და­უდ­გინ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­მა­სახ­ლი­სი ნა­ცე­მი იყო.

ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს სა­სა­მარ­თლომ 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა და მა­მა­სახ­ლი­სი ახლა სას­ჯელს იხ­დის.

მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, ად­ვო­კატ დი­მიტ­რი ნო­ზა­ძის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე­ვე და­ა­ვა­ლა მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რორს.

"პრო­ცეს­ზე იმ­დე­ნად აშ­კა­რად ეტყო­ბო­და მსჯავ­რდე­ბულს, რომ სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი, მო­სა­მარ­თლემ და­ა­ვა­ლა პრო­კუ­რორს საქ­მის აღ­ძვრა. საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ იმის იქით არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. უც­ნა­უ­რი ის არის, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია თა­ვად პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ამ­ძი­მა და საქ­მე წა­მე­ბის მუხ­ლით აღ­ძრა და არა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე. რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას, მაგ­რამ პა­სუხს არ მცე­მენ რა ხდე­ბა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა სა­ერ­თოდ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის რომ, ეს ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს - და­კი­თხვა­ზე მი­სუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­დან ამო­იც­ნო მის ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე პირი. ეს თქვა და­კი­თხვა­ზეც და ამოც­ნო­ბა დღემ­დე არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, არა­და, ეს ადა­მი­ა­ნი ითხოვს ამოც­ნო­ბა­სა და აცხა­დებს, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს ყვე­ლა მათ­გა­ნის სახე“ - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ზე და მათ მიერ ჩა­დე­ნილ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­კუ­თარ ან­გა­რი­შებ­ში ხში­რად ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას. "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის“ იუ­რის­ტი ანი ნას­რაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პრობ­ლე­მის მას­შტა­ბუ­რო­ბას უს­ვამს ხაზს და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს:

"ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია აწარ­მო­ებს არა­ერთ საქ­მეს, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი თუ უბ­რა­ლოდ მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით მი­სუ­ლი პი­რე­ბი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში ღიად აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო მო­პყო­ბის, ფი­ზი­კუ­რი თუ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მსხვერ­პლე­ბი იყ­ვნენ. უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მა რაც ამ თე­მის გან­ხილ­ვი­სას წა­მო­იჭ­რე­ბა, ეს არის შემ­თხვე­ვე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გა­მო­ძი­ე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც საქ­მეს დაგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ძრა­ვენ, რაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ აფერ­ხებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას.

წყარო ambebi.ge

 

2350 /

23 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები