საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ივანიშვილს "ოცნება" თავზე ემხობა - ოლიგარქი დეპუტატების მიმართ მუქარას არ ერიდება.
ასე მოხდა ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრის დღესაც, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში ეწერა, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.
"კონსტიტუციისა და პოლიტსაბჭოს პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მხარდაჭერა, მით უმეტეს იმ პარტიასთან კონსენსუსით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, არის კონსტიტუციისა და პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ" - წერია მესიჯში, რომელიც "ტაბულას" წყარომ მიაწოდა.
უმრავლესობის დეპუტატები არ უარყოფენ, რომ პარლამენტის სპიკერისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
აღნიშნული სკანდალის შესახებ "შაბათის კურიერმა" მეტი დეტალის გარკვევა შეძლო, რომელსაც მაყურებელი დღეს 21:00 საათზე იხილავს.
 
1839 /
23 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები