პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“
აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.
„ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რაც უნდა განვაცხადაო. ცხადია რთულია ვთქვა, რომ „მივდივარ“ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანშვილთან ერთად. რთულია თქვა, „მივდივარ“ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ —მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“ — აღნიშნა “ქარტული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა.
როგორც ცნობილია, გუშინდელი კონჭისყრის შემდეგ მმართველი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მოსალოდნელი იყო, რომ დღეს “ქართულ ოცნებას“ ბესელიას მხარდამჭერი სხვა დეპუტატებიც დატოვებდნენ. თუმცა ასე არ მოხდა.
“უახლოესი დღეების სხვა დეპუტატებიც გეგმავენ მმართველი პარტიის დატოვებას და ისინი ამის შესახებ თავად გააკეთებენ განცხადებას", — განმარტა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.
 
1497 /
22 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები