27 დეკემბერი 2021
1 წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გარდაცვლილს არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა.
ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე - დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.
1098 /
22 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები