სასწრაფოდ! ამ წუთებში ხანძარია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მოსახლეობა ევაკუირებულია
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ორსართულიანი სახლის პირველი სართული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის მეპატრონე და ადგილობრივი მოსახლეობა მაშველებმა სახლიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
წყარო 1tv.ge
1,519 ნახვა
22 თებერვალი 2019
კომენტარები