თბილისის დრო
სიახლეები
პოლიტიკა
📅 21 თებერვალი 2019 👁 3,292 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

,,ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში”- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დღეს პარალმენტში განვითარებულ მოვლენებს.

,,დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი. რა კობახიძე,რა მურუსიძე,მდიარაძე და სხვა ბურატინოები,რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო-ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
ის,ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევას და უბედურების წლებად გამოცხადებას,იმას მე პირადად,ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

3,292 ნახვა

21 თებერვალი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები