კრიმინალი
24 ივლისი 2020
სიახლეები:
38 წლის ქალი მეუღლეს და მაზლს არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებს. როზა ზარანდია აცხადებს, რომ მან 19 დღე ტყვეობაში გაატარა. მისი თქმით, მაზლმა მისთვის უცნობ ქალთან ერთად რუსეთში გაიტაცა, სადაც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
38 წლის ქალი ყვება, რომ ამ ხნის განმავლობაში საკუთარ მაზლს დაბმული ჰყავდა, აიძულებდა საკუთარი შარდი დაელია და ფიზიკურად უსწორდებოდა.
38 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლის მხრიდანაც და ხშირად ქმარი და მაზლი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მისი თქმით, ზეწოლის მიზანი როზა ზარანდიას კუთვნილი ქონების მისაკუთრება იყო. ქალი ყვება, რომ მეუღლე მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დღემდე აგრძელებს. ქალი ამტკიცებს, რომ მოსკოვში მყოფი მეუღლე მას უძრავი ქონების გადაფორმებას სთხოვს.
როზა ზარანდიას დაცვის თხოვნით მისი ინტერესების დამცველი არასამთავრობო სექტორს მიმართავს.
წყარო: newposts.ge
 
2579 /
21 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
კრიმინალი
24 ივლისი 2020
კრიმინალი
27 აგვისტო 2019
კრიმინალი
04 აგვისტო 2019
კრიმინალი
27 ივლისი 2019
კრიმინალი
13 ივნისი 2019
კრიმინალი
04 ივნისი 2019
კომენტარები