თბილისის დრო
სიახლეები
მსოფლიო
📅 21 თებერვალი 2019 👁 1,847 ნახვა

ვლადიმერ პუტინის სკანდალური განცხადება - რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს

ვლადიმერ პუტინის სკანდალური განცხადება - რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს

საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იარაღს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუმიზნებს, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს განათავსებს, არამედ ამერიკასაც კი, საფრთხის შემთხვევაში.

„ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაში ამგვარი რაკეტების განთავსებას. თუმცა, თუ აშშ-ს ევროპაში ასეთი რაკეტების განთავსების გეგმები აქვს, ეს მკვეთრად გაამწვავებს სიტუაციას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეებს შექმნის“, - განაცხადა პუტინმა.


 

 

1,847 ნახვა

21 თებერვალი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები