SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ჩვენი გულნათელი, სახემზიანი მარიამი აღარ გვყავს- 19 წლის გოგონას უეხარი გარდაცვალება

ჩვენი გულნათელი, სახემზიანი მარიამი აღარ გვყავს- 19 წლის გოგონას უეხარი გარდაცვალება

მეგობრები, ნათესავები და ყოფილი პედაგოგები სოციალურ ქსელში 19 წლის მარიამ სუბელიანის მოულოდნელ გარდაცვალებას ეხმაურებიან. გოგონამ, რომელიც შესანიშნავად მღეროდა, ნიჭიერებით გამოირჩეოდა და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მოულოდნელად იმქვეყნიურ სამყაროში გადაინაცვლა:

"მე ვიცი, რა არის შვილის ტკივილი. მე ვიცი მოსწავლის ტკივილიც... შვილის ტკივილის ტოლა რომაა და ვერ მოინელებ, რომ სულ მცირედიც საკმარისია მასწავლებლისთვის ყოფილი მოსწავლის წასვლა ეტკინოს, სული და გულ-მუცელი აუწვას, გაანადგუროს, მეხივით დაატყდეს!..
ვერაფერს ვიტყვი, ეს ფოტოები ჩემი გადაღებულია იმ სამი წლის მანძილზე, მისი მასწავლებელი რომ ვიყავი! მხოლოდ რამდენიმე ფოტოა უფრო ადრინდელი
სხვების, მაგრამ მაინც ჩემმა ფოტოარქივმა შემოინახა. არ მივაჭერ-მოვაჭერი არაფერი, რადგან ეს ფოტოები გიამბობენ ამ გოგონას სასკოლო ცხოვრებაზე ლახამულაში და იმაზე, თუ როგორ ლამაზად ატარებდა ბავშვობას!
დიახ, ეს ფოტოები თავად მოგიყვებიან ვარდის ფურცელივით ნაზი და სიფრიფანა სულის მარი სუბელიანის შინაარსიან ცხოვრებაზე!" 
მარიამის მასწავლებელი ლალი მარგიანი

"ჩვენი ლამაზი მარიამი...
თავზარდაცემული და გაოგნებული ვარ...
ეს როგორ და რატომ....
გაგვიფრინდა ანგელოზი უფალთან...
მარი... რამხელა ტკივილი ხარ...
როგორ, როგორ ვიგუოთ ეს სინამდვილე...
ჩვენი გულნათელი, სახემზიანი მარიამი აღარ გვყავს..."
ეცერის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან გურჩიანი

"ჩემი მარიამი... როგორი თბილი და კარგი იყავი. აუ, მარი, არ მჯერა, არც
მინდაა მჯეროდეს ეს საშინელება. როგორ მახსოვს სკოლაში შენთან ერთად გატარებული 3 წელი... ყველაზე თბილი მოგონებები. მარი, არ ვიცი რა ვთქვა... ძალიან მტკივა. ნათელში იყოს შენი სული"

"ეს ის მომენტია, სრულწლოვანი რომ ხდები და ცხოვრებით ხარ ბედნიერი...
თითოელი ნაბიჯით, სიტყვით, მეგობრებით რომ ხარ ბედნიერი.
შენს ყოველ სიტყვაში რომ იგრძნობა სითბო და დიდი სიყვარული.
რომ ლაღობ, ტკბები ცხოვრებით და უცეებ....
უცებ საშინელება ხდება.
ჩემო ლამაზო და მუდამ მოღიმარო.
როგორ დავიჯეროთ ეს საშინელეება??
რატომ დასწყვიტე გული ყველას რააატომ?!
როგორ ძალიან მიყვარხარ და მენატრები..."

 

4981 /

20 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები