სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
მოიკითხეთ რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა რომ შეიძლება დაორსულებულიყო. ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნო საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და სექსუალური ქცევის ნიმუშად მიაჩნიათ. ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.
სანამ ვინმეს ჩაქოლავთ, შედით თქვენი 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიაში და ნახავთ რა საიტებზეა "ნასეირნები". გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. საკითხის გამო ინტერესი ჩნდება, ყველაზე გვიან 7-8 წლის ასაკში. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ (მითუმტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში), მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრებში ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს.
მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს სწორი და გამოზომილი ინფორნაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არ ქონის გამო.
 
1313 /
19 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები