სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავში უცხოელ მგზავრს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შემთხვევა ჟენევა-სტამბოლის რეისზე რამდენიმე კვირის წინ მოხდა, მაშინ როცა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან ბრუნდებოდა.
ირანელმა ქალმა, რომელსაც ქართველმა მინისტრმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, ცოტა ხნის წინ მადლობის წერილიც გამოუგზავნა სერგეენკოს. ქალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჟენევაში ცხოვრობს.
„პატივცემულო სერგეენკო, გწერთ, რათა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, იმ დახმარებისთვის, რომელიც ჟენევა-სტამბოლის რეისით ფრენის დროს გამოიჩინეთ ჩემ მიმართ. მსგავსი პროფესიონალური და გულისხმიერი დახმარება ბორტზე არასოდეს მიმიღია. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისთვის და იმედს ვიტოვებ, კვლავ შევხვდებით და გაგაცნობთ ჩემი ოჯახის წევრებს“, - წერს ირანელი ქალი წერილში.
რაც შეეხება თვითმფრინავის ბორტზე მომხდარ შემთხვევას, ჩვენი ინფორმაციით, ჟენევა-სტამბოლის რეისზე ბორტგამცილებელმა გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის მგზავრი ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. დავით სერგეენკომ ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მთელი რეისის განმავლობაში გაუწია სამედიცინო დახმარება და თვითმფრინავის დაფრენამდე პირადად მართავდა პაციენტის მდგომარეობას.
(ამბები)
 
1413 /
18 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები