27 დეკემბერი 2021
სასიხარულო ინფორმაცია - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია, მას 63 წელი შეუსრულდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იუბილარია. მას 63 წელი შეუსრულდა.
ბიძინა ივანიშვილი 1956 წლის 18 თებერვალს ჭორვილაში დაიბადა.
იგი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი, მეცენატი და პოლიტიკოსი.
2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა.
2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 25 ოქტომბერს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2012-2013 წლებში იკავებდა .
2013 წელს ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა და სამოქალაქო საზოგადოება “მოქალაქე” დააფუძნა.
ბიძიან ივანიშვილს მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და 4 შვილი – უტა, ბერა, ცოტნე და გვანცა ჰყავს.
 
2413 /
18 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები