საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომაროება, გუშინდელთან შედარებით, გაუარესებულია და მას საუბარი უჭირს.
ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა გააკეთა.
დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ცოტა ხნის წინ უფლებადამცველი დეკანოზის მოსანახულებლად კლინიკაში იმყოფებოდა.
„მე ვადარებ წინა დღეების მდგომარეობას, როგორ გვეკონტაქტებოდა და როგორ იყო. დღეს, სამწუხაროდ, უფრო ცუდად გრძნობდა თავს. როგორც თვითონ გვითხრა, ის იყო გადაყვანილი ავერსის კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის, რა კვლევების ჩატარებაც ვერ მოხერხდა ღუდუშაურის კლინიკაში. თვითონაც თავს შედარებით ცუდად გრძნობს, ვიდრე წინა დღეებში. მაგალითად, მეტყველება დღეს უფრო უჭირს, ვიდრე წინა დღეებში და თავს გრძნობს უფრო ცუდად, ვიდრე თვითშეგრძნება მას ჰქონდა. ისე ვერ გადაადგილდება,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მია ზოიძემ
მსჯავრდებული დეკანოზის მონახულების საშუალება არ მისცეს მის ძმას, თორნიკე მამალაძეს.
„გუშინ უპრობლემოდ შემიშვეს, არანაირი შეზღუდვა არ მქონია, შევედი, ვესაუბრე. ახლოსაც მივედი ჩემს ძმასთან. დღეს, სამწუხაროდ, განმიცხადეს, რომ ბადრაგის თანამშრომელმა მითხრა, რომ ადმინისტრაციის ბრძანებააო. მე დავუკავშირდი მატროსოვის ციხის უფროსს, სამწუხაროდ, მანაც დღეს უარი თქვა,“ - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
დღეს, დილით, დამატებითი კვლევების ჩასატარებლად საჭირო გახდა მსჯავრდებული დეკანოზის ავერსის კლინიკაში გადაყვანა. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი სასულიერო პირი, ბადრაგის თანხლებით, ისევ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დააბრუნეს. ამ სამედიცინო პროცედურის შესახებ კი არც მსჯავრდებულის ოჯახს და არც მის ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში ის 2 დღის წინ ინსულტის ნიშნებით გადაიყვანეს. კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
 
1211 /
17 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები