პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
"ოსი სეპარატისტები გაყალბებული ისტორიის გავრცელებაში დიდ ფულს ხარჯავენ, ჩვენ კი ამ თემაზე ქართული სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნაც ვერ მოგვიხერხებია"
საქართველოს მიწა-წყლის დატაცების თემა არახალი და გულის მომკვლელია, თუმცა ამაში მძიმე წარსულთან ერთად, ქართულ ხასიათსაც მიუძღვის ბრალი: მოვლენების მიმართ ჩვენმა ზერელე დამოკიდებულებამ და წაყრუებამ ბევრი რამ დაგვაკარგვინა. ზუსტად ასევე ჩვეულებრივ პროვოკაციად ჩაითვალა ბოლო დროს ოსი სეპარატისტებისგან გახმაურებული "აღმოსავლეთ ოსეთის" თემა, რომელშიც ოსი სეპარატისტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და თრუსოს ხეობას მოიაზრებენ. სინამდვილეში კი არც
ასე მარტივად არის საქმე: ტერმინი "სამხრეთ ოსეთიც" ასევე "პროვოკაციულად" გაჟღერდა XIX საუკუნეში, რასაც უკვე XX საუკუნეში საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმოქმნა მოჰყვა. "აღმოსავლეთ ოსეთის" თემაზე ხშირად ლაპარაკობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი. რამდენიმე ხნის წინ მან ერთ-ერთ გერმანულ
გაზეთთან მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა, რომ "ოსეთის რესპუბლიკა არასოდეს აღიარებს აღმოსავლეთ ოსეთის მიწებს საქართველოს ტერიტორიად და, ადრე თუ გვიან, ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება. სამხრეთ ოსეთის დიპლომატები ყოველთვის ამახვილებდნენ ყურადღებას ყაზბეგის რაიონზე, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებებზე". ოსი სეპარატისტები გაყალბებული ისტორიის გავრცელებაში დიდ ფულს ხარჯავენ, ჩვენ კი ამ თემაზე ქართული სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნაც ვერ მოგვიხერხებია. გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როლანდ თოფჩიშვილი ერთადერთი მეცნიერია, რომელიც საქართველოში ოსთა განსახლების საარქივო მასალებზე რამდენიმე ათეული წელი მუშაობდა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა. თუმცა არც მათი ინგლისურად თარგმნა მოხერხდა.
ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსების შემოჭრა ისტორიულ საქართველოში, კერძოდ, დვალეთში, XVI საუკუნიდან იწყება. დვალეთი მათ სისხლით აიღეს, შემდეგ გამრავლებულები უკვე XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გადადიან ლიახვის ხეობასა და თრუსოში (თერგის ხეობის ზედა ნაწილში). თუმცა თრუსოში გადასვლა მათ საკუთრივ თრუსოს მოსაზღვრე ხეობიდანაც შეეძლოთ. მას შემდეგ, რაც ოსები დვალეთში გაბატონდნენ და მერე ისე გამრავლდნენ, რომ მიწები აღარ ჰყოფნიდათ, დანარჩენ საქართველოში მიპარვით დასახლება აღარ გასჭირვებიათ. ამ მხრივ შემიძლია სოფელ ღუდაში ვინმე ოსი რუბაევის დასახლების მაგალითიც მოვიყვანო. ღუდა გუდაურთან მდებარე სოფელია, სადაც ბუთხუზები და სისველაურები ცხოვრობდნენ, რომლებიც აიყარნენ და სოფელ მლეთაში გადასახლდნენ. ერთხელაც მათ მლეთიდან ღუდაში ავარდნილი ბოლი დაინახეს და ამბის გასაგებად წავიდნენ. იქ დვალეთიდან დანაშაულისთვის გამოქცეული ვინმე რუბაევი დახვდათ, რომელიც მათ შეეხვეწა, ამანათად მიმიღეთო. ამანათად მიღების ტრადიცია მთაში უცხოს დროებით მიღებას გულისხმობდა, დააკვირდებოდნენ და თუ მოეწონებოდათ, დაიტოვებდნენ. სამწუხაროდ, რუბაევს არავინ დაჰკვირვებია და მანაც დვალეთიდან სხვა ოსები ჩამოიყვანა.
- ასეა. აღმოსავლეთ საქართველო იმდენად იყო გავერანებული, რომ ზოგიერთი ოსური ოჯახი საგანგებოდ ჩამოჰყავდათ მუშახელად.
ქართულ-ოსური ისტორია ძალიან მძიმეა. სამწუხაროდ, დღეს დვალეთის თემა მივივიწყეთ, არადა, ეს ტერიტორია, რომელიც დაახლოებით ლეჩხუმის ტოლია, 1858 წელს უომრად წაგვართვა რუსეთმა სწორედ იმის გამო, რომ იქ უკვე ოსები სახლობდნენ. იმ დრომდე დვალეთი, რომელსაც რაჭასთან სულ საათ-ნახევრის გზა აკავშირებს, გორის მაზრაში ირიცხებოდა და რუსები "ნარას უჩასტკად" მოიხსენიებდნენ.
ისტორიულად ცნობილია, რომ ოსები შუა აზიაში მოსახლე ირანულენოვანი მომთაბარე ტომი იყო, რომელიც მონღოლების შემოსევამ აიძულა, ჩრდილო კავკასიაში გადმოსახლებულიყო, იქიდან კი თვალი დვალეთს დაადგეს. ამას დვალების აყრა და დანარჩენ საქართველოში გადმოსახლება მოჰყვა. დვალების გვარები ური-თ მთავრდება, გიგაურები თუ ხადურები სწორედ დვალები არიან.
 
1911 /
17 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები