თბილისის დრო
სიახლეები
შემთხვევა
📅 15 თებერვალი 2019 👁 1,705 ნახვა

ამ წუთებში ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის მე-15 საჯარო ბაღში

ამ წუთებში ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის მე-15 საჯარო ბაღში

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც პირველ არხს მშობლებმა აცნობეს, დილიდან შეინიშნებოდა სპეციფიკური სუნი. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სუნი მილების გაწმენდით იყო გამოწვეული, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, მშობლებს შენობიდან ბავშვები გაეყვანათ.

ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

 

1,705 ნახვა

15 თებერვალი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები