სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებას იწყებს, რომელშიც 7 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ორი ათას ერთეულზე მეტი მძიმე სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული.
მანევრები ერთდროულად დაიწყება აფხაზეთისა და ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე და რუსეთის სამხრეთით - ვოლგოგრადისა და როსტოვის მხარეებში.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას იღებს რუსეთის ფედერაციის მოტომსროლელთა ბატალიონი, ჩართული არიან ტანკისტები და არტილერისტები, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის დანაყოფები.
სწავლება მასშტაბური სამხედრო შეტაკების ინსცენირებას გულისხმობს, რომელიც ძალიან ჰგავს სირიაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას. წვრთნაში რუსეთის მე-4 არმიის 50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი იღებს მონაწილეობას, მათ შორის 20 უპილოტო საფრენი აპარატია.
 
1911 /
14 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები