27 დეკემბერი 2021
15-20 თებერვალს თბილისის საჰაერო სივრცე გადაიკეტება

თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო 15-20 თებერვალს, თბილისის საჰაერო სივრცე, სამოქალაქო ხომალდების ფრენებისთვის მცირე ხნით დაიკეტება. ინფორმაცია ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის შემდეგ პერიოდებში: 15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში; 16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში; 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.
შეზღუდვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტარდება სტანდარტული წვრთნა ნაღმტყორცნების სროლაში. დღის გარკვეული მონაკვეთში ფრენებზე შეზღუდვებიც ამას დაუკავშირდება. უწყების ინფორმაციით წვრთნაში მონაწილეობას მე-4 მექანიზებული ბრიგადა მიიღებს.
წყარო: imedinews.ge
1168 /
14 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები