SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მოულედნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ახალი შანსი, მათ ვისაც იტალიაში ცხოვრება და მუშაობა სურს

მოულედნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ახალი შანსი, მათ ვისაც იტალიაში  ცხოვრება და მუშაობა სურს

დაცლის საფრთხის ქვეშ მყოფი იტალიური სოფლებისთვის ახალი წახალისება დააწესეს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ახალი ხალხის მოზიდვისთვის. მათ შორის, ახალმოსახლისთვის პრემია 9000 ევრო თავდაპირველად და ბავშვის დახმარება 1000 ევროზე მეტი.

იტალიის ბონუსი აღარ არის შეზღუდული სახლებზე, რომლებიც 1 ევროდ იყიდება სიცილიის ქალაქ სამბუკში. მაგალითად, პატარა ალპური სოფლის ლოკანას მერი, პემონტეში, ჯოვანი ბრუნო მატე, მზად არის, 9000 ევრო გადაუხადოს სამი წლის განმავლობაში თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და ყვავილებით მორთულ საძოვრებზე გადასახლების მსურველ ოჯახებს. თუმცა, იმ პირობით, რომ ოჯახს ბავშვი უნდა ჰყავდეს და მინიმუმ 6000 ევრო უნდა მიეცეთ თვეში. - იუწყება LocalNews8. უფრო მეტიც, შეთავაზება ვრცელდება უცხოელებზეც, რომლებიც მზად არიან თავისუფლად გადაადგილდნენ ან დაიწყონ ბიზნესი სოფელში.

ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა 1900-იანი წლების დასაწყისში იყო 7000-მდე, რაც 1 500-მდე შემცირდა, რადგანაც ხალხი ტუნის მსხვილ ქარხნებში წავიდა სამუშაოდ. აქ ყოველ წელს 40 ადამიანი იღუპება და მხოლოდ 10 იბადება. ანალოგიური სურათი არის მთელს იტალიაში, სადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველი მეოთხე დასახლება მოჩვენება ქალაქად გადაიქცა. ამჟამად იტალიაში არის 139 სოფელი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 150-ზე ნაკლებია.

შვეიცარიის საზღვართან ჩრდილოეთით, ბორგომეცავალის მერი ალბერტო პრეიონი თავაზობთ, არა მარტო მიტოვებულ სახლებს 1 ევროდ (რემონტის გარანტიით, რადგან 2 წლის განმავლობაში მიტოვებული სახლები შეკეთებას ექვემდებარება), არამედ, ყოველ ახალშობილზე 1000 ევროს, ხოლო, ვინც დაიწყებს ბიზნესს სოფელში, 2000 ევროს. სოფლის მოსახლეობა შეადგენს 320 მოსახლეს. მერი აღნიშნავს, რომ ფული არის, აკლიათ მხოლოდ ახალგაზრდები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ თანხების ინვესტირებას გონივრულად. გარდა ამისა, ადგილობრივი გადასახადები ძალიან დაბალია და პრეიონი ყველა სტუდენტს უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰპირდება.

ლოკანა და ბორგომეცავალი გამოირჩევა თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, კარგი ეკოლოგიური პირობებით და სუფთა ჰაერით. იმავდროულად, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ ასეთი ადგილების განვითარებისთვის მხოლოდ მიგრანტები საკმარისი არ არის. საჭიროა, გრძელვადიანი პერსპექტივა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რათა ხალხის მიგრაცია შეაჩერონ.

წყარო intermedia.ge

 

2850 /

14 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები