SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა მეტროში

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა მეტროში

სოციალურ ქსელში თბილისის მეტროში მომხდარი საინტერესო ისტორია ვრცელდება.

"ეს შემთხვევა დღეს მოხდა თბილისის მეტროში.“დღეს დავინახე როგორ ჩახტა ბიჭი ლიანდაგზე ბავშვის გადასარჩენად… მატარებელი ელვის სისწრაფით მოქროდა… სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე”

ვდგავარ სადგურზე, ველოდები მეტროს, გარშემო ბევრი ხალხი იყო, პიკის საათში მომიწია მგზავრობა. მეტროს მოსვლამდე წამები იყო დარჩენი. უცებ ხმაური ატყდა, გავიხედე და რას ვხედავ, პატარა ბავშვი ლიანდაგზე ჩავარდა. ერთი ამბავი ატყდა, მატარებელი საცაა მოვიდოდა. ყურებში განწირული დედის კივილი მესმოდა “მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთო”. ერთი წამიც არ იყო გასული ერთი ახალგაზრდა ბიჭის ლანდს მოვკარი თვალი, უცებ ჩახტა ლინდაგებზე, წაქცეულ და მტირალ ბავშვს ხელი მოჰკიდა და იქვე მდგარ მაკაცს ხელში მიაწოდა.

უცნობმა კაცმა ბიჭს უყვირა სასწარაფოდ ამოსულიყო, ხალხმა ყვირილი დაიწყო მატარებელი გაჩერებულიყო, ვუყურებდი როგორი განწირული სახე ჰქონდა ამ ბიჭს ბოლო წამებში. ამოსვლა დააპირა, მაგრამ მატარებელი ელვის სისწრაფით მოდიოდა, ვეღარ გავუძელი და სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე.

მატარებელმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო და მოახერხა ბაქანზე ამოსვლა. ყველა გაკვირვეული უყურებდა ამ ბიჭს. ყველამ შეაქო და მადლობები უხადეს, სულ უცხო ხალხმაც კი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა როდესაც ამ ბიჭს პატარის დედა გადაეხვია და “უფლისგან მოვლენილი ანგელოზი” უწოდა.

მეგობრებო, გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს /მე ამ ბიჭის არც სახელი ვიცი და არც გვარი ,მაგრამ მთავარი კი ის არის რომ ეს ბიჭი ქართველია ,მეამაყება ასეთი მამაცი ხალხი რომ ვართ ქართველები"

 

4047 /

13 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები