SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე მა­მა­კა­ცი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და საკუთარ დე­დას, რა იყო ხილიანზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ?

 ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე მა­მა­კა­ცი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და  საკუთარ დე­დას, რა იყო ხილიანზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ?

ხილიანზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

როგორც "პალიტრავიდეოს" ადგილობრივებმა განუცახდეს, საცხოვრებელი სახლის მეპატრონე სახლის დაწვით ხშირად იმუქრებოდა. მათივე განცხადებით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც წაუკიდა. მეზობლების ინფრომაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედამისს, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით კი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ცხედრის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა, ოფიციალურად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება.

 

 

წყარო: palitravideo.ge

 

1719 /

12 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები