SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ! სააკაშვილი „ვა-ბანკზე“ მიდის - რისთვის ემზადება ექს-პრეზიდენტი?!

სასწრაფოდ! სააკაშვილი „ვა-ბანკზე“ მიდის - რისთვის ემზადება  ექს-პრეზიდენტი?!

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ბელგიაში, ლიეჟში ჩატარებულ ქარველი ემიგრანტების შეკრებას, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა:

„ლიეჟის შეხვედრა უფრო უკეთ იყო ორგანიზებული, ვიდრე ამას წინათ ფილადელფიაში. მიხეილ სააკაშვილმა 10 თებერვალს მოქმედების საერთო გეგმა წარადგინა, თუმცა მას სკანდალური მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ“, - ნათქვამია მასალაში.

პუბლიკაციაში ვრცლად არის გადმოცემული ლიეჟურ შეკრებასთან დაკავშირებული ინციდენტები, დაპირისპირებულ მხარეთა განცხადებები, დელეგატების გამონათქვამები... ავტორი ყურადღებას ამახვილებს სანდრა რულოვსის გამოსვლაზე, „რომელმაც გულში ჩამწვდომი ქართული ენით აცნობა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიშას ცისფერი სპორტული ტანსაცმლის უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმისა“ და რატომღაც შემდეგ დაამატა - „ჩექმები სალომე ზურაბიშვილსაც და ეკა ბესელიასაც აქვთო“. ამ, როგორც ჩანს, სახუმარო პასაჟის აზრი გაუგებარი დარჩა“.

თვით მიხეილ სააკაშვილმა კი კრებაზე მოძრაობის „ერთად შინისკენ“ მოქმედების გეგმა წარადგინა: „ჩვენ საქართველო იქ დაბუდებული დრაკონისაგან უნდა ვიხსნათ!“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც „დრაკონში“ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, ყველაზე მდიდარი ქართველის მიერ ჩადენილი მთავარი ცოდვა მარიხუანას ლეგალურად წარმოების სურვილია, რაც საკუთარი ხალხის გამოლენჩების ხარჯზე გამდიდრებას გულისხმობს.

ექს-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემით, რომ გაყალბება თავიდან იქნეს აცილებული. აუცილებელია ჯანდაცვისა და საპენსიო სიტემის რეფორმირება და მაშინ ყველას მოუნდება სამშობლოში დაბრუნება. „მანამდე კი აუცილებელია საზღვარგარეთ საქართველოს ალტერნატიული მთავრობა ჩამოყალიბდეს. ეს საკითხი ქართველთა მესამე კონგრესზე იქნება განხილული, რომელიც, ალბათ, გაზაფხულზე რომში ჩატარდება“.

 

სტატიაში ავტორი ასახავს საქართველოს ხელისუფლების რეაქციასაც ლიეჟური კრების მიმართ, გადმოცემულია პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის და კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კომენტარები, რომელთა მიხედვით, საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილს რაც სურს, იმას აკეთებს, მაგრამ საქართველოში მას ციხე ელოდება.

„ლიეჟში მომხდარი მოვლენები კიდევ ერთი დემონსტრაციაა იმისა, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება არსებობს. ბზარი არა მარტო ქვეყნის შიგნით არის, არამედ საზღვარგარეთულ დიასპორაშიც - თითქმის ყველა სფეროში, პოლიტიკიდან დაწყებული - კულტურაში, სპორტში და რაც ნიშანდობლივია, მასმედიაშიც. ექს-პრეზიდენტის მომხრე „რუსთავი-2“-მა ლიეჟის შეკრება ისე გააშუქა და ისეთი რაკურსით, რომ მაყურებელს ხალხმრავლობისა და ღონისძიების მასიურობის გრძნობა გაუჩინა, სხვა ტელეკომპანიებმა კი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ახლოს არ დგანან, ყურადღება გაამახვილეს დარბაზში ბევრი ცარიელი ადგილის არსებობაზე...“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყარო: newspress.ge

 

1438 /

12 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები