SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ! ერთიანი ეროვნული გამოცდები უქმდება?!

სასწრაფოდ! ერთიანი ეროვნული გამოცდები უქმდება?!

2023-2024 წლი­დან შე­საძ­ლოა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ნაც­ვლად ერთი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და ჩა­ტარ­დეს. ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც აბუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის გარ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი­თა და პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­ა­ფა­სე­ბენ.

„გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ისე­ვე, რო­გორც ბევრ და­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, მას შემ­დეგ, რაც სკო­ლე­ბის სის­ტე­მა გვექ­ნე­ბა იმგვა­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რომ ვენ­დო­ბით სკო­ლებს და მას­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, შემ­დეგ წა­ვი­დეთ იქეთ­კენ, რომ სკო­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რას აკე­თებ­და ეს მოს­წავ­ლე 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც სა­გან­ში, ასე­ვე კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში, რამ­დე­ნად ლი­დე­რუ­ლი იყო, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი იყო, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ერთი დიდი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­და, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა საგ­ნის და უნა­რის კომ­ბი­ნა­ცია და ამის გარ­და არ­სე­ბობ­დეს სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, პრო­ექ­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც უნი­ვერ­სი­ტე­ტი მას შე­არ­ჩევს. ეს არის შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. ჯერ არ ვი­ცით, იქ­ნე­ბა თუ არა ეს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და უნა­რე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და. თუ ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე შევ­თან­ხმდით, დავ­გეგ­მავთ და წინ წა­ვალთ ისე, რო­გორც და­გეგ­მი­ლია, 2023-2024 წელს შე­იძ­ლე­ბა ამის და­ნერგვა", - გა­ნა­ცხა­და აბუ­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლის ცოდ­ნა შე­საძ­ლოა, მე-6 და მე-10 კლა­სებ­ში გა­მოც­დით შე­ფას­დეს. ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სო­ფიო გორ­გო­ძემ გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მოც­დე­ბის ახალ მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გორ­გო­ძემ აღ­ნიშ­ნა, უნდა არ­სე­ბობ­დეს არა მა­ღა­ლი რის­კის გა­მოც­და, არა­მედ, და­ბა­ლი რის­კის გა­მოც­და, რო­მე­ლიც ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, გორ­გო­ძემ მე-10 კლას­ში გა­მოც­დის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოც­და არ უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის კლას­ში ჩა­ტო­ვე­ბა­ზე, არა­მედ მან ხელი უნდა შე­უ­წყოს მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მე-6 კლას­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, გორ­გო­ძის თქმით, მა­გა­ლი­თად, მე-6 კლას­ში უნდა შე­მოწ­მდეს, იცის თუ არა მოს­წავ­ლემ წერა-კი­თხვა.

გორ­გო­ძის თქმით, გა­მოც­დე­ბი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა და სკო­ლას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა.

"და­ბალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე უნდა ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ გა­მოც­და და მე-10 კლას­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტად უნდა გა­მოვ­ცა­დოთ მოს­წავ­ლე, ვიდ­რე უნა­რე­ბის ტეს­ტში მა­თე­მა­ტი­კა გა­მო­იც­დე­ბო­და. მე-10 კლას­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მოც­და", - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძემ და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა სოფო გორ­გო­ძემ გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მოც­დე­ბის ახალ მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

წყარო ambebi.ge

 

2225 /

12 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები