SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ნახევარ მილიონიან ბენტლიზე მჯდარი მამაოს ვინაობა ცნობილია ნახეთ რას წერს ამ თემაზე მამა პეტრე

ნახევარ მილიონიან ბენტლიზე მჯდარი მამაოს ვინაობა ცნობილია ნახეთ  რას წერს ამ თემაზე მამა პეტრე

ნახევარ მილიონიან ბენტლიზე მჯდარი მამაო არის მამა ათანასე.

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ სასულიერო პირის ფოტოს გამოეხმაურა.

ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში წერდნენ, რომ "ბენტლი" მღვდლის საკუთრება იყო, რომლის ფასი ასეული ათასი ლარია.

"არ ვიცი ,,ბენტლი" ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ...

თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთისმსახურებს კატეგორიებად...

მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად. სხვას კი სასაცილოდ იგდებენ...

ასეთი მიდგომით არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.

ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი სამწუხაროდ იმდენი ჩამოყალიბდა რამდენიც მღვდელია...

ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და ,,ბენტლით" ჩავუარო, დარწმუნებული ვარ გაჩერების სურვილი არ ექნება...

ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს", - წერს პეტრე კოლხი.

 

3872 /

12 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები