საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ძმის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვალერი ირემაძის მეგობრები დავით ქებულაძე და ლაშა ჟორჟოლიანი აცხადებენ, რომ თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ირემაძეს მათთვის არ მიუმართავს. დავით ქებულაძის განცხადებით, კლინიკაში იქნება ვიდეოკამერები, ამოიღონ ჩანაწერი და ნახავენ, რომ იქ მართლაც იყვნენ მისულები, თუმცა უკან გამოუშვეს და პაციენტი არ მიიღეს.
„თბილისში, ნარკოლოგიურში გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში მიგვეყვანა, იქვე - გვერდით შენობაში. მივედით დახმარება ვთხოვეთ, ავუხსენით პაციენტს რა სჭირდა, რა ეჩვენებოდა. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არ მიიღეს, უბრალოდ, გამოგვიშვეს და გვითხრეს, რომ ადგილები არ იყო. უკან გამოგვატანეს ადამიანი, რომელიც ფსიქიკურად შეშლილი იყო და რომელზეც ამბობენ, რომ არაფერი მსგავსი არ აღენიშნებოდა. მას მიღებული ჰქონდა დამამშვიდებლები, რომელიც კლინიკა "რუსთავში“ გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში გადაგვეყვანა. ის როგორც სახლში იქცეოდა, როგორც გველაპარაკებოდა, თითქოს ხმები ესმოდა, ვიღაცეებს დასდევდა, თბილისში უკვე მსგავსი არაფერი გამოუხატავს, რადგან უკვე დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ იყო. აქედან გამომდინარე შეიძლება იფიქრეს, რომ ადამიანს არაფერი არ სჭირდა. სახლში მოვიყვანეთ, გაუარა იმ დამაშვიდებლების რეაქციამ და ასეთი ამბავი მოხდა“ , - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ქებულაძემ.
მისივე თქმით, თანხის წინასწარ გადახდა ნარკოლოგიურ კლინიკაში მოსთხოვეს.
„თანხა ნარკოლოგიურში მოგვთხოვეს. მორიგე ექიმი იჯდა მიმღებში, რომელმაც დარეკა, ჩამოვიდა სხვა მამაკაცი, რომელმაც გვითხრა, რომ წინასწარი პროცედურები უნდა გაგვევლო, რის შემდეგაც მოხდებოდა ადამიანის ნარკოლოგიურ კლინიკაში მოთავსება. ეს პროცედურები იყო რაღაცის შევსება და 3 ათასი ლარის გადახდა, პლუს იქ უნდა დარჩენილიყო 14 დღე, ასევე ესაჭიროებოდა ადამიანი, რომელიც მასთან ერთად დარჩებოდა. ფსიქიატრიულში რომ ამბობენ, არ ყოფილან მოსულებიო, რას ჰქვია არ ვყოფილვართ მისულები, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, მისი შვილის ნათლია ვარ, ჩვენ გვყავდა მიყვანილი. რა კამერები არა აქვთ კლინიკაში?! კამერები შეამოწმონ და ნახავენ, რომ ჩვენ მიყვანილი გვყავდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, - განაცხადა ირემაძის ბავშვობის მეგობარმა დავით ქებულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
 
1913 /
12 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები