SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

უწმინდესი პატრიარქის განცხადებას ავრცელებს (თხოვნაა ყველამ გააზიაროთ)

Loading...
უწმინდესი პატრიარქის განცხადებას ავრცელებს (თხოვნაა ყველამ გააზიაროთ)

მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისა განაცხადა.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში მღელვარებაა, წმინდა მამები კი ამბობენ, რომ ბოლო ჟამის დღეები დგას.

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს, ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს. თქვენ ხედავთ მთელ მსოფლიოში მღელვარებაა. მთელ მსოფლიოში ეძებენ. რას ეძებენ, თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა. აი, როცა მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს – შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, თქვენი გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება, რომ ვცნოთ თავნი თვისნი. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა“, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.

 

881 /

11 თებერვალი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...