სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
პირველი არხის ეთერში მუსიკალური მეგაპროექტი ,,საქართველოს ვარსკვლავი'' დაიწყო,რომლის გამარჯვებულიც 2019 წელს, საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს.პროექტში ქართველი ტრანსგენდერი ანასტასია პირველიც გამოჩნდება.
როგორც მან ,,პრაიმტაიმთან'' საუბრისას აღნიშნა, მისი სიმღერა მთავარი გზავნილი იქნება, იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის საპასუხისმგებლო იყო. იმიტომ,რომ სიმღერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს ჩემი ცხოვრებაა.სიმღერა, ყოველთვის მინდოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს აზრი არ დევს მარტო. ჩემი მონაწილეობა პროექტში ამ დროისთვის საჭირო იყო. არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება დახმარება.ჩემთვის ადვილი არ იყო, ამ ადამიანების ხმითაც მემღერა. ესენი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან,რომელთაც მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო.სწორედ,ამისთვის გავაკეთე. ერთი აგური დავდე ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის. არა ჰომოფობიას!..
- ანუ, თქვენი მხრიდან, ეს ერთგვარი გზავნილი იქნება?
-დიახ. ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის. არსებობენ ადამიანები,რომელთაც ეს ინფორმაცია აინტერესებთ.იმიტომ,რომ ოჯახში:და,ძმა,შვილი, ბიძაშვილი,ნათესავი ჰყავთ. რომელთაც თუ სწორი ინფორმაცია ეცოდინებათ,ისინი ამით, უფრო შეძლებენ მათ დახმარებას. ეს ჩემგან ძალიან დიდი ნაბიჯია.
-როგორ გგონიათ, ამ გზავნილს საზოგადოება მიიღებს?
-ძალიან დიდ ხანს ვიფიქრე,თუ როგორ გამეკეთებინა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორად მიიღებს ყველაფერს. იმიტომ,რომ ჩვენ გენეტიკაში:ადამიანის კვლა,ჩამოხრჩობა არ გვქონია. შესაბამისად,მიახლოებით ვიცი, როგორია ქართველი ერი. ვიცი ჩემს გამოსვლას სწორად გაიგებენ.განვიცდი და ვნერვიულობ, რადგან ვიცი,რომ მე, მარტო არ ვარ...მინდა ისე იყოს ცხოვრება, როგორც სხვისთვის. რადგან:მეც მიყვარს, მეც განვიცდი, მეც ვგრძნობ ბედნიერებას...
ანასტასიას გამოსვლა შეგიძლიათ ნახოთ შაბათს, 12 იანვარს, 22 საათზე, პირველ არხზე.
 
1468 /
12 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები