SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

ამას არავინ ელოდა სამწუხარო და საშიში ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება როგორი ხერხით ცდილობს აზერბაიჯანი ქვემო ქართლის მიერთება

Loading...
ამას არავინ ელოდა სამწუხარო და საშიში ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება როგორი ხერხით ცდილობს აზერბაიჯანი ქვემო ქართლის მიერთება

სოციალურ ქსელში, აზებაიჯანულენოვან "ფეისბუქ-გვერდიზე" ulu borcali“, რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა და მას ახლაც ბევრი მკითხველი ჰყავს. 

https://www.facebook.com/Ulu-Bor%C3%A7al%C4%B1-275639219608655/

გვერდის ადმინისტრატორები ავრცელებენ ინფორმაციებს, თითქოსდა,  ისტორიული ქვემო ქართლის ნამდვილი სახელწოდება ბორჩალოა. იმავე გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  დმანისი - ბაშკაშიდია, მარნეული - სარვანი, გარდაბანი - ქარაიაზი, ბოლნისი - ჩორუკ კამარლი, წალკა - ბამაქსიზი, თეთრიწყარო - აღბულაქი. 

ვის ინტერესებში შედის ან რა დატვირთვა აქვს ამ ტიპის ინფორმაციების გავრცელებას, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ქართული მხარე ვალდებულია დაინტერესდეს, რას და ვის ინტერესებს ემსახურება მსგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელება. 

არ არის გამორიცხული, რომ ამ გვერდის მმართველები აზერბაიჯანელი "ნაციონალისტები“ იყვნენ. თუმცა, ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა ბევრისთვის მიუღებელია და ამ ურთიერთობას ბევრი მტერი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი და მთავარი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთია. ყველა შემთხვევაში, ქართული მხარე უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით და შესაბამისი რეაგირებაც მოიხოვოს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 31 ივლისს ბაქოში შედგა საფეხბურთო მატჩი ბაქოს "ნეფთჩსა“ და საჩხერის "ჩიხურას“ შორის. თამაში UEFA-ს ეგიდით ტარდებოდა და ორივე გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. საჩხერელ ფეხბურთელებს ქართველი გულშემატკივარიც სოლიდური რაოდენობით ახლდა ბაქოში. უმეტესი ნაწილი ფან-კლუბ "ქომაგები“-დან იყვნენ. მატჩის მიმდინარეობისას, ქართველმა ქომაგებმა სტადიონზე ბანერი გადმოკიდეს, სადაც რუკაზე გარკვევით ჩანდა ისტორიული ჰერეთი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. ამ ფაქტს ხმაური მოჰყვა და ქართულ საზოგადოებას ეს ინციდენტი კარგად ახსოვს.


მაშინ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ისინი ასევე მოითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ფაქტი ოფიცალურ დონეზე დაეგმო.  

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  საქართველოს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ეს მხოლოდ ერთეული გამოვლინება იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ზიანს ვერ მიაყენებდა.  

აღსანიშნავია ისიც, 2015 წლის ევროპის ოლიმპიადაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა, ქართველ მონაწილეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები განსაკუთრებულია და ამას ისტორიული გამოცდილებაც ამყარებს.  

ცხადია ისიც, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციები ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანი და საჭიროა. 

წყარო 2020news.ge

 

773 /

10 თებერვალი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...