პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
ყოფილ პრეზიდენტს ახალი გატაცება აქვს. ბელგიის ქალაქ ლიეჟში, უკვე მიემგზავრებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, სადაც კვირას მიხეილ სააკაშვილი მიგრანტებთან შეხვედრას გეგმავს. თუმცა როგორც ჩანს, იქ ბევრი იქნება საქართველოდან ჩასულიც.
ლიეჟის სტუმართა შორის, ვიხილავთ ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილ აჭარის ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრებსაც. მიხეილ სააკაშვილმა მისი საკუთარი მოდელირებული მთავრობა Skype-ით შექმნა და თანაგუნდელები მაღალ თანამდებობებზე უკვე დაასაქმა.
„ქრონიკა“ დაინტერესდა, ვინ არიან სააკაშვილის რჩეულები აჭარაში. აღმოჩნდა, რომ იქ მას საპატრულო პოლიციის უფროსიც ჰყავს და შინაგან საქმეთა მინისტრიც. ყოფილი პრეზიდენტის ახალ თამაშში ანალიტიკოსები საფრთხეს ხედავენ და პარალელს არც თუ შორეულ წარსულთან ავლებენ.
 
2243 /
09 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები