თბილისის დრო
სიახლეები
siaxleebi.ge
📅 09 თებერვალი 2019 👁 2,149 ნახვა

ვინ არის 59 წლის მამაკაცი, რომელმაც კასპში 15 წლის ასაკის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

ვინ არის  59 წლის მამაკაცი, რომელმაც კასპში 15 წლის ასაკის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კასპში 1 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული რ.ბ., გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კასპში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო ახალი თაობა

 

2,149 ნახვა

09 თებერვალი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები