სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდეს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უფასო დაფინანსების მოდელი არაფრისმომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და ჩვენც და მსოფლიო ბანკსაც გვაქვს ხედვა, რომ ეს უნდა იყოს performance based მოდელზე შემუშავებული, რომელიც არის ინდიკატორებზე და რომელმაც უნდა მოგვცეს ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ წახალისება. ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი. მსოფლიო ბანკი ასრულებს მუშაობს კვლევაზე. პირდაპირ რაც შემიძლია გითხრათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე" - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
 
1308 /
07 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები