SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, რომელიც ახლახანს გავრცელდა

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, რომელიც ახლახანს გავრცელდა

გავრცელებული ცნობით, ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას დარეგისტრირდება.
 
ირკვევა, რომ აკრძალვა მოიცავს როგორც ოჯახურ გარემოს, ისე სკოლებსა და სხვა სივრცეს, სადაც ბავშვი შეიძლება იმყოფებოდნენ. 
 
ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის მეცხრე თავი ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. ეს გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან.
 
აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას.
 
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით დარეგულირდება ფიზიკური დასჯის აკრძალვა და რა ტიპის სანქციები გაიწერება. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბავშვთა უფლებათა კოდექსის პარლამენტში განხილვა დაიწყება და ამ საკითხს კანონქვემდებარე აქტში შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ.
წყარო presa.ge

 

1460 /

07 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები