სკანდალური ინფორმაცია CO-თი გარდაცვლილი ძმების სახლი მაშინ გაქურდეს, როცა ოჯახის წევრები სასაფლაოზე მათ დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ
ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, CO-თი გარდაცვლილი ძმების, ჯონდო და ვახტანგ ყაზიშვილების საცხოვრებელი კოტეჯი, რომელიც დევნილთა დასახლებაში მდებარეობს, გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია, გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" გაავრცელა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მდებარე კოტეჯში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სავარაუდოდ მაშინ შეაღწიეს, როცა ოჯახის ყველა წევრი და ახლობლები სასაფლაოზე, გარდაცვლილების დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. ქურდობისას წაღებულია თანხა.
ყაზიშვილების ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევიდანაა დევნილი.
4,116 ნახვა
06 თებერვალი 2019
კომენტარები