SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ვინ არიან თამარაშვილის ქუჩაზე დაჭრილები?

ვინ არიან თამარაშვილის ქუჩაზე დაჭრილები?

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თამარაშვილზე რამდენიმე წუთის წინ, სროლის შედეგად დაჭრილები 43 წლის ლევან კეშელავა და 49 წლის რამაზ ცატავა არიან.

დაჭრილები ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ორივეს ოპერაცია უტარდება. როგორც "პრაიმტაიმს" კლინიკაში უთხრეს, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-109-ე და 236-ე მუხლებით  დაიწყო, რაც  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში.  ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

წყარო primetime.ge

 

1359 /

05 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები