პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. განცხადება გედევან ფოფხაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მისი და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს დღითიდღე შორდება.
ფოფხაძე ამბობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნების" რიგები დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად რომ არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ.
“ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს - ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უკვე უმრავლესობის სხდომებზე.
ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო.
მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. ეს არის ფორმალური ნაწილი. მე იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება ბოლომდე შევჯერდეთ და იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, ძალიან უღირსად მოიქცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში“-აცხადებს ფოფხაძე.
გედევან ფოფხაძე იმ გუნდში მოიაზრება,რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ე.წ. ახლების გუნდს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ დაიწყო.
მას შემდეგ რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედაც აირჩიეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ეს კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევად მიიჩნია და ფოფხაძემ უკან გაიწვია.
წყარო: rustavi2.ge
 
1704 /
05 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები