SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მდინარე რიონში ჩავარდნილი 16 წლის მოზარდს მე-7 დღეა უშედეგოდ ეძებენ

მდინარე რიონში ჩავარდნილი 16 წლის მოზარდს მე-7 დღეა უშედეგოდ ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი 16 წლის მოზარდს მე-7 დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე რიონსა და შავ ზღვაში 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება, ვიდრე არასრუწლოვანს არ იპოვნიან.

„16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში კვლავ გრძელდება როგორც მდინარე რიონში, ასევე ზღვაში. გარდა ცოცხალი ძალისა, პროცესში ჩართულია ტექნიკაც, მათ შორის ნავები და სკუტერები, რომლითაც ხდება მდინარესა და ზღვის სანაპიროზე პატრულირება. კვლავ მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყებაა გაერთიანებული. გარდა ამისა ადგილზე რჩება 30-მდე მაშველი, მათ შორის არიან მყვინთავები თბილისიდან და ბათუმიდან. არ შეწყდება არც ერთი წუთით სამძებრო ღონისძიებები, ვიდრე არ იქნება მოზარდი ნაპოვნი. ღამის განმავლობაში, როცა მდინარეში ცუდი ხილვადობაა, შესაძლოა მყვინთავებისთვის იყოს შეუძლებელი სამუშაოების წარმოება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამძებრო ღონისძიება შეჩერდება. ამ დროს მუშაობას განაგრობს სამაშველო ტექნიკა. როგორი ხილვადობაც არ უნდა იყოს, როგორი მეტეოროლოგიური პირობებიც არ უნდა იყოს, არ შევწყვეტთ სამძებრო სამუშაოებს“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

მყვინთავებისა და სამაშველო ჯგუფებისთვის გარკვეული პირობების შექმნის მიზნით მდინარის სანაპიროზე კარვებია გაშლილი.

წყარო ipn.ge

 

1315 /

04 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები