SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, რომელიც ახლახან გავრცელდა

Loading...
სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, რომელიც ახლახან გავრცელდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. ამის შესახებ შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმონდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს.

პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.

როგორც East Fruit-ს თბილისში, FAO-ს წარმომადგენლობაში განუცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ბუნებრივი რესურსების მართვას და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდების დანერგვას. ასევე, ქართველ ფერმერებში კონკურენტუნარიანობის გაზრდას და აგროწარმოების გამო კლიმატის ცვლილებების შემცირებას.

 

FAO-ს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აგრო პოლიტიკის შერჩევას, რომელიც საპილოტე პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მათივე ცნობით, მთავარი ყურადღება დაეთმობა სერვისების გაუმჯობესებას და ზოგადად, სოფლის განვითარებას.

აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს ორი რეგიონის 4 სოფელში საპილოტე პროექტები შემუშავდება და დაფინანსდება.

 

956 /

04 თებერვალი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...