SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

დღეს 14 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქვეყანამ დაკარგა უდიდესი პოლიტიკოსი და საქართველოს დიდი პატრიოტი ზურაბ ჟვანია

დღეს 14 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქვეყანამ დაკარგა უდიდესი პოლიტიკოსი და საქართველოს დიდი პატრიოტი ზურაბ ჟვანია

2005 წლის 3 თებერვალს, 9 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქვეყანას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თავზარდამცემი ამბავი ამცნო. ოფიციალური ვერსიით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა, რომელიც გამოიწვია გაზის გამათბობლის გაუმართაობამ. თუმცა ეფ-ბი-აის სპეციალისტებმა მას ვერავითარი დაზიანება, არასრული წვის კვალი ვერ აღმოუჩინეს და დაწერეს, რომ არავითარი სასიკვდილო გარემო ოთახში არ ყოფილა. დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ე.წ. კონსპირაციულ ბინაში, სადაც ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაღუპულებმა თითების ანაბეჭდები არ დატოვეს, მით უმეტეს, რომ ოფიციალური ვერსიით, ისინი წყალს, ბორჯომსა და კონიაკს სვამდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტისას, დაცვის ბიჭები იმ ფანჯარაში, საიდანაც, მათი მტკიცებით, ბინაში შეაღწიეს, უბრალოდ, ვერც კი შეეტიენ. ასე, რომ ეს იყო ინსცენირება.

ზურაბ ჟვანია ღირსეული ადამიანი იყო. მას სწამდა დემოკრატიისა და პლურალიზმის ძალის და როლის. ის იყო მგზნებარე, მაგრამ ყოველთვის გონიერების ხმა. ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი რეალური დემოკრატიული მემკვიდრეობა საქართველოს პარლამენტია. სწორედ ის იყო მისი სტრუქტურის, წესებისა და ჩვეულებების მთვარი არქიტექტორი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო საქართველოსათვის და ქართული დემოკრატიისთვისათვის. დღეს ჩვენ ზურაბ ჟვანიას მივესალმებით იმისათვის, რაც იყო და იმისათვის, რაც ყოველთვის იქნება - მაგალითი მათთვის, ვისაც დემოკრატიისა და თავისუფლების სწამს.

 

1460 /

03 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები