პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
"ქართულ ოცნებაში" შექმნილი ვითარების გაანალიზებისას ექსპერტთა უმეტესობა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას არ გამორიცხავდა, თუმცა მმართველი გუნდის რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევისა და მედიატორობის შედეგად პრობლემები მოგვარებულია და პარტიის შიგნით ჯგუფების შეთანხმება მოხერხდა. მათივე განცხადებით, რთული მსჯელობის მთავარი თემა იყო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი და კრიტერიუმები, რაც, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადაიხედება და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება
მათი უვადოდ გამწესების პროცესი. კონკრეტულად რა იგულისხმება, უცნობია, რადგან ამ საკითხზე მუშაობა სპეციალურ კომისიას მოუწევს, თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებით, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაზე მიდგება საქმე, ისინი არა გუნდურობის პრინციპით, არამედ ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას. პოზიციებს არ თმობენ მოსამართლეები, რომელთაც ამ შეხვედრის კვალდაკვალ გამართეს რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც სპეციალური განცხადება მიიღეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული არაჯანსაღი პროცესები ვითარდება. მოსამართლეები მიმართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ობიექტურად გააანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები და გააკეთონ ყველაფერი, რათა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა შეწყდეს და მას მშვიდ გარემოში საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეს.
 
2467 /
03 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები