სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
,,შვიდი გარდაცვლილი გაზით…
აუჰ, ცუდად იყო, თურმე დამონტაჟებული…
ერთ გადაცდენილ დღეზე რომ 5 ლარია ჯარიმა, ჩამოიარე და გაასწორე რაც ცუდადაა დამონტაჟებული…
ამასობაში, გაზის დეტექტორის ფასმა აიწია…
20 ლარიდან 49 ლარამდე…
ამასობაში, ისევ არ გვეუბნებიან, ვისია ყაზტრანსგაზი…
ამასობაში, ქალაქის მერმა გლოვის დღე არ გამოაცხადა – აფეთქება არ იყო და იმიტო, ალბათ…
ამასობაში, აფეთქების ფაქტზე გამოძიება და შსს დუმს…
ვიღაცეებს სიკვდილზე პოსტები მოწყინდათ და ჟურნალისტებს ლამაზი ამბების მოყოლისკენ მოგვიწოდებენ…
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც უყვარდა ხეები და მეფე სააკაშვილი, აფინანსებდა ამ სააკაშვილს, უხდიდა და უხდიდა, უხდიდა და უხდიდა ხარკს… ერთ დილით, გადაწყვიტა აღარ გადაეხადა, ერთ დილით გადაწყვიტა აღარ უყვარდეს მეფე სააკაშვილი…
ხალხმა ამ კაცს პატრიოტი დაარქვა…
ხეების მოყვარული კაცი ამბობდა: ვინც გაბედავს და ხალხს არ მოუსმენს, ხელს დავაჭრიო!
ხეების მოყვარული კაცი კეთილია და მარტო ხეებს ჭრის, ხელებს არა!
მეფე სააკაშვილი ცალკე მოთქვამს, პატრიოტი ცალკე, უბრალო ხეები კი ასწლოვანი ხეების გადატანას ეწირებიან, როგორც უბრალო ადამიანები ჩინოვნიკების ხუშტურებს…
საგიეროდ, ამდენი მოსამართლის ჯიბრზე, ბესელიას მშვიდად აქვს პირადი ცხოვრება…
რა დავწერო…
ცოცხალი ვარ და მიხარია…
ცოცხალი ვარ, ჯერ კიდევ, მაინც ცოცხალი ვარ და ეს არის ერთადერთი სიკეთე, რაზე მოყოლაც ახლა შემიძლია…
მე მაპატიეთ, პატრიოტი რომ არა ვარ, მე მაპატიეთ, გაზმა რომ ვერ გამგუდა და ამაფეთქა…” _ წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.
წყრო news.coa.ge
 
1798 /
02 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები