SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

დახურული შეხვედრა ივანიშვილთან

 დახურული შეხვედრა ივანიშვილთან

"ქართული ოცნების" წევრის, გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება.

მისი თქმით, რაღაცეებში ვერ გაერკვია მიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, "ოცნების" გადაწყევტილებით, პროცესი კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება.

"ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერ გავერკვიე, რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ეს სადაო არ არის. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, ამ ეტაპზე პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კონსტიტუციის შეცვლას პრინციპულად არც ითხოვდა ვინმე, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია. მე არავის მოვუწოდებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, უბრალოდ, თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ალბათ, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ავირჩიოთ ღირსეული მოსამართლეები. ამ პროცესის მიზანი უნდა იყოს ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ ღირსეული და წესიერი ადამიანები. ეს არავისთვის არის სადაო. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, - განაცხადა ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით კი "პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა საკმარისად დროში“.

თალაკვაძის თქმით, კრიტერიუმების დადგენაში მონაწილეობას მოსამართლეებიც მიიღებენ. ამის შემდეგ პარლამენტში კანდიდატებს მოუსმენენ და კენჭისყრა ინდივიდუალურად გაიმართება.

„ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ პროცესის ძირითად ლოგიკაზე. ეს არის პროცესი, როდესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ვინც ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. შემდგომში თუ როგორ მოხდება ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეტანილი განაცხადების დამუშავება, როგორ მოხდება სიის ფორმირება და სიის წარდგენა პარლამენტში. პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა საკმარისად დროში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

1448 /

02 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები