SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

"კოცნა დამიწყო, ცალი ხელი მკერდზე დამადო" - 22 წლის ანა ხოჯევანიშვილი 72 წლის მეზობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი შესაძლოა, თავად აღმოჩნდე გისოსებს მიღმა - 22 წლის ანა ხოჯევანიშვილი სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ უმოქმედობაზე საუბრობს.

ხოჯევანიშვილი ამტკიცებს, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე სამართალდამცველების ცინიზმმა და უმოქმედობამ მიიყვანა.

ყველაფერი 8 თვის წინ დაიწყო, როდესაც მეზობლის ავტოფარეხში შესულ გოგონაზე, მისი თქმით, 72 წლის მეზობელმა სექსუალურად იძალადა.

ხოჯევანიშვილის მტკიცებით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ძალადობა მისი ინსცენირებული იყო. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ანა ხოჯევანიშვილმა თვითმკვლელობა სცადა და სხეულის დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა.

ანა ხოჯევანიშვილის პოლიციის გულგრილობას სავარუდო მოძალადის შვილს უკავშირებს, რომლიც ძალოვანი უწყების თანამშრომელია. სავარუდო მოძალადის შვილის გავლენას უკავშირებს ანა ხოჯევანიშვილი მოგვიანებით განვითარებულ პროცესებსაც.

მისი მტკიცებით, მასსა და სავარუდო მოძალადის ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც გოგია გველესიანმა დაზიანება მიიღო. პოლიციას კი განუცხადა, რომ ანა ხოჯევანიშვილი მის მოკვლას ცდილობდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაც ამოიღო. ახალგაზრდა ქალი არ გამორიცხავს, რომ ახლა გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდეს.

ანა ხოჯევანიშვილი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ახლა ადვოკატთან ერთად პოლიციელების წინააღმდეგ აპირებს. მისი ინტერესების დამცველი პროკურატურას მიმართავს და კონკრეტული პოლიციელების დასჯას ითხოვს.

სექსუალური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს 72 წლის გოგია გველესიანის ოჯახი. ისინი ანა ხოჯევანიშვილს თავდასხმაში ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. სამართლებრივ გადაწყვტილებას კი კონკრეტული პირების მიმართ ექპერტიზის და სხვა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

 

1833 /

02 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები