ამ წუთებში სპორტის სასახლეში დასისხლიანებული მაყურებელი და ხელჩართული ჩხუბია (იხ. ვიდეო)
თბილისის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება. მეორე დღის ფინალურ ბლოკში მოჭიდავეებმა 7 წონით კატეგორიაში იასპარეზეს, დღეს კი სკანდალური დასასრული ჰქონდა.
ფოტოები: POPSPORT.COM
87 გკ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის ბოლოს, მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მისცა და ისიც ერთი ქულით დაწინაურდა.
ამას ჯერ დათუნაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, შემდეგ კი ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა და გულშემატკივართა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შესაბამისად, ორთაბრძოლა არ დასრულებულა. გამარჯვება კობლიაშვილს მიენიჭა და ოქროს მედალი მან მოიპოვა.
წყარო popsport.com
4,578 ნახვა
11 იანვარი 2019
კომენტარები